პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ.
„ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ კვირის განმავლობაში, მომავალ კვირას „ჰამასთან“ შეთანხმებას მივაღწიოთ მძევლების საკმაოდ დიდ ნაწილთან დაკავშირებით. იცით, რომ ბევრი მძევალი გავათავისუფლეთ. რაც შეეხება დარჩენილ მძევლებს, მათგან საკმაოდ ბევრი გათავისუფლდება. ვფიქრობთ, რომ ამას ამ კვირაში გავაკეთებთ“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთად, აშშ ბევრ რამეზე მუშაობს და მათ შორისაა მუდმივი შეთანხმება ირანთან, თუმცა უფრო მეტ დეტალზე არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, 7 ივლისს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1751905124