მინეროლოგი გვირჩევს, დღეს, რომელ საათზე უნდა ავიღოთ წყალი, რომ მას ძალა ჰქონდეს
1768762897
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრს, ილჰან ომარს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამერიკელი სომალელი პოლიტიკოსის ადგილი ციხეში, ან სომალშია, რომელიც მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქვეყანაა.
„მინესოტაში დაფიქსირდა სომალისთან დაკავშირებული თაღლითობა 19 მილიარდი დოლარის ოდენობით. ყალბმა „კონგრესვუმენმა“ ილჰან ომარმა, მუდმივმა მომჩივანმა, რომელსაც აშშ სძულს, ყველაფერი იცის, რაც კი შეიძლება იცოდეს. ის ციხეში უნდა იჯდეს, ან კიდევ უფრო უარესი სასჯელი უნდა მიესაჯოს, სომალში უნდა დააბრუნონ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ქვეყნად ითვლება. მას შეუძლია დახმარება, რომ სომალი კვლავ დიდებულად აქციოს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.