TIMES NOW ავიაკატასტროფის ადგილიდან კადრებს აქვეყნებს - რა არის ცნობილი, ამ დროისთვის

ინდოეთი

ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.  თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის ადგილიდან ადგილობრივი მედია TIMES NOW კადრებს აქვეყნებს

Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

გამოცემა BBC-ის ცნობით, ბორტზე ინდოეთის 169,  ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის 1 მოქალაქე იმყოფებოდა.

 

 

BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.  თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა -  ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ინფორმაციის, ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 110 ადამიანი დაიღუპა, თუმცა , ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ გაკეთებულა.

ამ დროისთვის, აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.