1692302192
The Times: ბრიტანეთში პოლიცია დღეში საშუალოდ 30 ადამიანს ინტერნეტში შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამო აკავებს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია დღეში საშუალოდ 30 ადამიანს აკავებს იმ ბრალდებით, რომ მათ სოციალურ ქსელებსა ან სხვა პლატფორმებზე შეურაცხმყოფელი პოსტები გამოაქვეყნეს. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ათასობით ადამიანს აკავებენ ან დაკითხვაზე გადაჰყავთ იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა ადამიანებს ისეთ შეტყობინებებს უგზავნიან, რომელიც მათ „აღიზიანებს“, „უხერხულობას უქმნის“ ან “საგანგაშოა“.
The Times-მა შეისწავლა სტატისტიკა და აღმოაჩინა, რომ სამართალდამცველები კომუნიკაციების შესახებ და მავნე კომუნიკაციების შესახებ კანონების საფუძველზე წელიწადში 12 000 ადამიანს აკავებენ.
როგორც გამოცემა წერს, დაკავებების სტატისტიკა მზარდია. ასე, მაგალითად, 2017 წელს აღნიშნული კანონების საფუძველზე 5 502 ადამიანი დააკავეს, 2018 წელს - 6 591, 2019 წელს - 7 734, 2020 წელს - 9 962, 2021 წელს - 11 403.
სტატიის ავტორები განმარტავენ, რომ ბრიტანული კანონები კრძალავენ ადამიანისთვის მორალური ტკივილის მიყენებას შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნით ან ამგვარი კონტენტის გამოქვეყნებით.