ტეხასის შტატში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა

ნკ

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News–ი ავრცელებს.

კერის ოლქში, ოფიციალური პირების ცნობით, 84 ადამიანი დაიღუპა - 56 ზრდასრული და 28 ბავშვი.

მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.