ტაილანდმა და კამბოჯამ საბრძოლო მოქმედებები განაახლეს

devnilebi

ტაილანდმა და კამბოჯამ საბრძოლო მოქმედებები განაახლეს და ერთმანეთი დონალდ ტრამპის მონაწილეობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ტაილანდი, ახალი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 1 გარდაცვლილი და 8 დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ იტყობინება. მათივე ცნობით, კამბოჯამ მძიმე შეიარაღება გამოიყენა და სამხედრო დანაყოფები გადააჯგუფა.

„ამ ქმედებებმა ტაილანდი, კამბოჯის სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით, აიძულა ავიაცია გამოეყენებინა“, - აცხადებენ სამხედროები.

კამბოჯის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ტაილანდელი სამხედროები მათ დანაყოფებს ორ წერილში დაესხნენ თავს, მათ კი საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

ქვეყნებს შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომლის მოგვარებაც მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მოხერხდა.