1751921238
სტივ უიტკოფი: ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ოპტიმისტურად არის განწყობილი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე უიტკოფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
სტივ უიტკოფის თქმით, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესაძლებლობა კვლავ არსებობს და გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ.
ამასთან, უიტკოფი ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.