სპერმის ონლაინ გაყიდვით, სამი ნათესავი 600 ბავშვის მამა გახდა - ჩასახული ბავშვების დედები წუხან

ორსული

კანადაში სამი ნათესავი 600 შვილის მამა გახდა კვებეკის პროვინციაში. ისინი ადგილობრივ ქალებზე სპერმას ყიდდნენ ინტერნეტით, კანონის გვერდის ავლით. ამის შესახებ CTV News Montreal იტყობინება ჟურნალისტების მარი -კრისტინ ბერჯერონისა და მაქსიმ ლანდრის დოკუმენტურ ფილმში, „ასობით შვილის მამები“.

მამაკაცებმა გადაწყვიტეს დამატებითი ფულის გამომუშავება სპერმის გაყიდვით, მაგრამ სპეციალურ ცენტრებში არ წასულან. ამის ნაცვლად, მათ დაიწყეს თავიანთი ბიომასალის შეთავაზება ინტერნეტის საშუალებით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგულირებული სისტემის გვერდის ავლით. პირველ რიგში, ცნობილი გახდა ორი „ბიზნესმენის“ შესახებ, რომლებმაც ასობით ქალი გაანაყოფიერეს ქალაქში. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი დონორი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ამავე ოჯახიდან იყო.

”ჩვენ მივიღეთ ბევრი გამოხმაურება დედებისგან, რომლებიც შეშინებულნი იყვნენ, რომ მათ შვილებს ათობით ნახევარძმა ჰყავდათ”, - თქვა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მარი-კრისტინ ბერჟერონმა.
ახლა ხელოვნურად ჩასახული ბავშვების დედები წუხან, რომ მათი შთამომავლები ღვიძლის იშვიათ გენეტიკური დაავადებას დაიმკვიდრებენ, რომლის მატარებლებიც ორი დონორი იყო.

ასევე ნახეთ:

“ეს ეხება პირველ რიგში ჩემს შვილს…”- რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ყიფშიძე

ნუცას აქვს სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია - რას წერს BBC ნუცა ბუზალაძეზე