მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149
სომხეთს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სომხეთს პრემიერ-მინისტრი და თურქეთის პრეზიდენტი სომხურ-აზერბაიჯანულ და სომხურ-თურქულ ურთიერთობებს განიხილავენ.
სომხური მედიისთვის ცნობილი გახდა ბაქოსთან „სამშვიდობო შეთანხმების“ ხელმოწერასთან დაკავშირებულ დღის წესრიგში არსებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რისი გამოქვეყნებაც მოგვიანებით იგეგმება.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ 24News-ის ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერის ყველა საერთაშორისო ვიზიტზე სათანადო ინფორმაცია დროულად გავრცელდება.