როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა, 30 წლის განმავლობაში პირველად, აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა.
30 აგვისტოს, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მეზობელი სახელმწიფოს თავზე გადაიფრინა საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში, ხოლო 6 სექტემბერს ღამით უკან დაბრუნდა, - განაცხადა სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა.
ერევანმა ბაქოს ნებართვა სთხოვა ნიკოლ ფაშინიანისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე მას შემდეგ, რაც მან და ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
„ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც პრაქტიკულ ნაბიჯს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, მშვიდობის დღის წესრიგის წინ წამოწევისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ“, - დასძინა ბაღდასარიანმა.