წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
სომალის სანაპიროსთან ახლოს მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ტანკერი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ხომალდის მენეჯერის განცხადებით, ამ დროისთვის ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის და ისინი მეკობრეებს ერთ სივრცეში ჰყავთ განთავსებული.
მედიის ცნობით, ტანკერს სახელად Hellas Aphrodite, საწვავი გადაჰქონდა და ის ინდოეთიდან სამხრეთ აფრიკისკენ მიემართებოდა, რა დროსაც თავს მეკობრეები დაესხნენ.
საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Diaplous-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საზღვაო ძალები დატყვევებული 24 მეზღვაურის და გემის დახსნას შეეცდება.
როგორც მედია წერს, სომალელი მეკობრეების დაჯგუფებების თავდასხმები ბოლო წლებში შედარებით შემცირდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ისინი ადენის ყურისა და ინდოეთის ოკეანის გარშემო დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ.