"სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ" - რობერტ ფიცო უკრაინის ომზე

რობერტ ფიცო

"სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ", - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ.

"მოხარული ვარ, რომ მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ შევძელით პირისპირ საუბარი, ასევე ერთმანეთისთვის ზოგიერთი საკითხის და საკუთარი პოზიციების ახსნა. რიგი მოსაზრებები განსხვავებულია, ასეთია ცხოვრება. მაგალითად, სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ", - აცხადებს რობერტ ფიცო.