Sky News: უკრაინის მოკავშირეებმა შესაძლოა, ეტაპობრივად შეასუსტონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, თუ ცეცხლის სრულად შეწყვეტა დადგება

სანქცია

უკრაინის მოკავშირეებმა შესაძლოა, ეტაპობრივად შეასუსტონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, თუ ცეცხლის სრულად შეწყვეტა დადგება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ევროკავშირის საბჭოში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, წყაროების ცნობით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში სანქციები განახლდება.

მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების უფრო სტრუქტურირებული პაუზის დაწყებამდე, ძალიან მალე მიღწეული იქნება 15-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.