სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა 1 სექტემბერს, სკოლის ეზოში მოწყობილ შეკრებაზე (უცხოეთი)

სკოლა


1 სექტემბერს ულიანოვსკის ოლქში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. SHOT-ის ცნობით, ტრაგედია გუშინ დილით მოხდა ჩერკასის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკიში. 12 წლის გოგონა ლიცეუმში გამართული ზეიმის დროს ცუდად გახდა.

თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალი მისცეს და სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის დაავადება ჰქონდა. საქმეს საგამოძიებო კომიტეტი იძიებს.