სისხლის სამართლიებრივი დევნა დაიწყო პოპულარული ბლოგერის მიმართ, რომელმაც შვილი ვაკუუმის პარკში მოათავსა და ვოდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა

ბლოგერი

სარატოველმა  36 წლის ბლოგერმა ანა საპარინამ, რომელიც დედობის შესახებ პოპულარულ არხს მართავს, საშიში ვიდეოთი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში მან თავისი ვაჟი დიდ ვაკუუმის პარკში მოათავსა და ტუმბოს გამოყენებით ჰაერის ამოტუმბვა დაიწყო, ბავშვი კი რამდენიმე წამით შიგნით გააჩერა, სანამ ტირილი არ დაიწყო.

თუმცა, ხუმრობამ მაშინვე გამოიწვია ინტერნეტში აღშფოთების ტალღა, მომხმარებლები მოითხოვდნენ, რომ ოჯახის საქმე ბავშვთა დაცვის ორგანოებს გამოეძიებინა და შეახსენეს ასეთი „გართობის“ აშკარა საფრთხეები.

ახლა ვიდეოს ავტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რადგან მისმა ქმედებებმა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნა.

პოლიციამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ბლოგერის, ანა საპარინას პოვნა, რომელმაც ვაკუუმის პარკში მყოფი შვილის ვიდეო გამოაქვეყნა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.