სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

ტრამპი და სი ძინპანი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, საუბარი თეთრი სახლის ინიციატივით შედგა. მოლაპარაკებების დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერი ძალიან რთული ადამიანია, ვისთანაც შეთანხმების მიღწევა ძნელია, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას სი ძინპინი მოსწონს.