სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1710016135
ჩინეთმა და ევროკავშირმა თანამშრომლობა და ნდობა უნდა გააღრმაონ - ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩინეთი და ევროკავშირი მტკიცედ უნდა იდგნენ პარტნიორობის პოზიციებზე, იყვნენ დიალოგისა და თანამშრომლობის ერთგულნი, გააღრმაონ სტრატეგიული თანამშღრომლობა“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინი მეუღლესთან პენ ლიუანთან ერთად პარიზში სახელმწიფო ვიზიტით 5 მაისს ჩავიდა. ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელიც 10 მაისს დასრულდება, ჩინეთის ლიდერი სერბეთსა და უნგრეთსაც ეწვევა.