ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ალასკაზე მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს.
სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ალასკაზე გაგრძელდება სასარგებლო საუბარი, რომელიც სტივ უიტკოფის ვიზიტის დროს დაიწყო.
„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია და მას დავაფიქსირებთ. სტივ უიტკოფის ვიზიტების დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
როგორც მედია იუწყება, სერგეი ლავროვი ალასკაზე უკვე ჩავიდა.