სერბეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა

სერბეთი

სერბეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.

მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს და 28 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით სკამებისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 77 ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, სერბეთში გასული წლის ნოემბრის თვეში ნოვი სადის რკინიგზის ახლადგანახლებული სადგურის სახურავი პირველ ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა. 16 დეკმებრის შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.  მოქალაქეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.