სასიყვარულო დრამა სკოლაში - ისტორია, რომელმაც მსოფლიო გააოგნა

 შანდა შარერის მკვლელობა

შანდა შარერი ამერიკელი გოგონა იყო, რომელიც აწამეს და დაწვეს მედისონში, ინდიანას შტატში, ოთხმა მოზარდმა. ის 12 წლის იყო. ინციდენტმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მკვლელების სისასტიკისა და მოძალადეების მცირე ასაკის გამო. 

1992 წელს 16 წლის მელინდა ლავლესმა სამი მეგობარი დაიქირავა, რათა 12 წლის შანდა შარერი გაეტაცებინათ და ეწამებინათ. გატაცების მიზეზი კი უჩვეულო იყო. აღმოჩნდა, რომ გოგონა მელინდას ყოფილ შეყვარებულს ხვდებოდა. 

შანდა შარერი ახალი რომანის საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა. მან შეხვედრები დაიწყო თავის კლასელ ამანდა ჰევრინთან, რაც ასეთ ფასად დაუჯდა.

1991 წლის ოქტომბერში მელინდა საჯაროდ დაემუქრა შანდას სკოლის ცეკვაზე და თქვა, რომ აპირებდა შანდას მოკვლას.

1992 წლის 10 იანვარს მელინდამ და სამმა მეგობარმა გაიტაცეს შანდა, წაიყვანეს ტყეში შორეულ ადგილას და შვიდი საათის განმავლობაში სასტიკად აწამეს. გააშიშვლეს, სცემეს, დაჭრეს, სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს . საბოლოოდ, ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად დაწვეს.

შემაძრწუნებელია, რომ მელინდა ლავლესი ახლა თავისუფალი ქალია, ის ციხიდან ვადამდე გაათავისუფლეს 2019 წელს. დღეს, ის შეცვლილი ადამიანია, რომელიც ნანობს თავის დანაშაულს.

მელინდა

1990 წელს მელინდა ლავლესმა დაიწყო შეხვედრა თანაკლასელთან, სახელად ამანდა ჰევრინთან, ურთიერთობა თანდათან დაინგრა, მაგრამ მელინდას მის მიმართ გრძნობები ჰქონდა შერჩენილი. ამიტომაც გადაწყვიტა მან გოგონას მოტაცება.

მელინდამ და მისმა მეგობრებმა 12 წლის შანდა მანქანიდან ატირებული გადმოიყვანეს და ფეხები და ხელები თოკით შეუკრეს. ტყეში წაიყვანეს, გოგონა გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს. შემდეგ კი საბარგულში ჩააგდეს. წამებისა და შეურაცხყოფის მერე, მოზარდებმა შანდა შორეულ მინდორში წაიყვანეს, ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

„მიხარია, რომ ის მოკვდა", - თქვა მელინდა ლავლესმა, როდესაც ყველაფერი დასრულდა.

გოგონას დამწვარი სხეული მეორე დღეს მონადირეებმა იპოვეს. მელინდა და მისი მეგობრები ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მელინდა ლავლესის მამა, ლარი ლავლესი ხშირად იპარებოდა ღამით საკუთარი ქალიშვილების ოთახებში და მათ შეურაცხყოფას აყენებდა . გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე ძალადობდა მათ ბიძაშვილზე, ტედიზე. კაცს ბავშვები მიჰყავდა ტყეში სექსუალურად ძალადობდა.

„ერთხელ მან ტედის თმა დაუჭირა და ცეცხლზე დაუწვა, შემდეგ კი შეაჭრა და მელოტს დაამსგავსა“,- იხსენებდა ლარის ერთ-ერთი ქალიშვილი.