1773951610
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას არ გაუძღვება, წესის აგებაზე იმსახურებს.
"ლიტურგიას არა, წესის აგებაზე იმსახურებს" , - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი კვირას 11:00 საათზე ჩამობრძანდება.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.











