სამხრეთის თავდაცვითი ძალების წარმომადგენელი: უკრაინის თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფებს მოუწიათ დაეტოვებინათ გულიაიპოლეს მიმართულებაზე მდებარე რიგი დასახლებული პუნქტები

გულიაიპოლე

უკრაინის თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფებს მოუწიათ დაეტოვებინათ გულიაიპოლეს მიმართულებაზე მდებარე რიგი დასახლებული პუნქტები. ამის შესახებ სამხრეთის თავდაცვითი ძალების წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით ახლა მართლაც საკმაოდ რთული სიტუაციაა, კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში იქ 22 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, მოწინააღმდეგე ცდილობს გულიაიპოლეს გვერდი აუაროს აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებებიდან.

„უკრაინელ სამხედროებს მოუწიათ დაეტოვებინათ რიგი დასახლებული პუნქტები, რადგან მოწინააღმდეგე იქ საკმაოდ აქტიურად ატარებს თავის მოქმედებებს უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში. კერძოდ, ის ახორციელებს მასირებულ ცეცხლოვან ზემოქმედებას ჩვენს პოზიციებზე, ანგრევს ფაქტობრივად ყველა გამაგრებას“, - ხაზი გაუსვა ვოლოშინმა.

მისი თქმით, მტერი იქ არ წყვეტს აქტიურ შტურმს და საკუთარ რეზერვებს უყრის თავს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ რუსები საკმაოდ სწრაფად მიიწევენ წინ.