,,სამხრეთ აფრიკის მთავრობა უარს ამბობს აღიაროს ან განიხილოს ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები, ის არცერთი გაერთიანების წევრობის ღირსი არ არის, დაუყოვნებლივ ვაჩერებთ ყველა სუბსიდიას” - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება არ აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევებს, რისთვისაც აშშ დაუყონევლივ აჩერებს ყველა სუბსიდირებას. ამის შესახებ ტრამპიინტერნეტ პლატფორმა Truth Details-ზე წერს. მისივე თქმით, სამხრეთ აფრიკას 2026 წელს ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის სამიტზე არ მიიწვევენ.

"სამხრეთ აფრიკის მთავრობა უარს ამბობს აღიაროს ან განიხილოს ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები, რომლებსაც აფრიკანელები და ჰოლანდიელი, ფრანგი და გერმანელი კოლონისტების სხვა შთამომავლები განიცდიან. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი კლავენ თეთრკანიანებს და განურჩევლად უშვებენ მათი ფერმების კონფისკაციას, ამიტომ, ჩემი ბრძანებით, სამხრეთ აფრიკა მომავალ წელს მაიამიში, ფლორიდაში გასამართ G20-ის 2026 წლის სამიტზე მოწვევას არ მიიღებს. სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის არცერთი გაერთიანების წევრობის ღირსი არ არის და ჩვენ დაუყოვნებლივ ვაჩერებთ ყველა გადახდას და სუბსიდიას", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.