სალომე უშხვანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1757490890
საგანგებო მდგომარეობა პოლონეთში - ქვეყნის საჰაერო ძალებმა საკუთარ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე დახურულია ქვეყანაში მდებარე ოთხი საერთაშორისო აეროპორტი - ვარშავაში, ჟე-შუვსა და ლუბლინში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია ათამდე საფრენ აპარატზე. გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავამ პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით, ოპერაცია დაიწყო.
პოლონეთის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მომხდარმა პოლონეთის მოქალაქეებს პირდაპირი საფრთხე შეუქმნა და მოსახლეობას, ოპერაციის დასრულებამდე, სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
გამთენიისას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს რუსული დრონები იყო.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კი ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა "გაანეიტრალა" დრონები, რომლებმაც უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და თქვა, რომ ვარშავა კომუნიკაციას აწარმოებს ნატო-ს სარდლობასთან და "დაუყოვნებელი რეაგირებისთვისაა მზად".
"ბიბისი" წერს, რომ პოლონეთმა, ღამით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რეზერვისტების მობილიზება გამოაცხადა.