საფრანგეთის საგარეო უწყება: გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიისა და დანიის ხალხს, მათი გადასაწყვეტია, რა სურთ, საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია

საფრანგეთის საგარეო უწყება

საფრანგეთი დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, პასკალ კონფავრემ TF1 TV-ს განუცხადა, რომ საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია და ეს გრენლანდიელებისა და დანიელების გადასაწყვეტია.

„ჩვენ სოლიდარული ვართ დანიის მიმართ. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიისა და დანიის ხალხს. მათი გადასაწყვეტია, რა სურთ. საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია“, – განაცხადა პასკალ კონფავრემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ცოტა ხნის წინ დანიას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ლატვიის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა.