1749744057
საფრანგეთი სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას გეგმავს

საფრანგეთი სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინიციატივა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს ეკუთვნის.
აღნიშნული ინიციატივით პრემიერი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ერთ-ერთ სკოლაში, სავარაუდოდ, 14 წლის მოსწავლემ სკოლის ასისტენტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. სააგენტოს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი უკვე დაკავებულია.