საბერძნეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან - დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი

saberdzneti

საბერძნეთში, ათენთან ახლოს მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი.  ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 260-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ძლიერი ქარი ხელს უშლის ხანძრის ჩაქრობის მცდელობებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ათობით დამწვარი სახლი. საბერძნეთის მასშტაბით ხანძარი რამდენიმე სხვა ტერიტორიაზეც დაფიქსირდა, მათ შორის ტურისტულ კუნძულ კეფალონიაზე.

ამასთან, თურქეთში ტყის ხანძრების გამო დარდანელის სრუტე დროებით დახურეს.

თურქეთში წელს ზაფხულის სეზონზე ასობით ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რამაც ათობით ათასი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინათ. ხანძრებს ივლისში, სულ მცირე, 10 რეინჯერისა და სამხედრო მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.