ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
საბერძნეთის პოლიციამ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების შესახებ გამოძიების ფარგლებში, სულ მცირე, 37 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმე ეხება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მისაღებად ფერმერების მიერ ინფორმაციის გაყალბებას მიწისა და პირუტყვის მფლობელობის შესახებ. დაკავებულთა უმეტესობა ფერმერი არ არის.
პოლიციის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან კერძო სექტორის თანამშრომლებიც.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, სავარაუდო დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2018-2022 წლებში მიიღო 20 მილიონი ევროს სუბსიდია, რომლის დაახლოებით ნახევარი უკანონოდ იყო მოპოვებული.
მედიის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.