1765629268
რვა ომი დავასრულეთ, კიდევ ერთი გვაქვს შესაჩერებელი, რუსეთი და უკრაინა, მინდა, რომ თვეში 25 000 ადამიანის სიკვდილი შევაჩერო - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო შეთანხმებამ“, სიტუაციის სირთულის მიუხედავად, შესაძლოა, იმუშაოს.
„ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ. რვა ომი დავასრულეთ. არავის არასდროს შეუჩერებია რვა ომი. კიდევ ერთი გვაქვს შესაჩერებელი, რომელიც მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, რუსეთი და უკრაინა. თუმცა დიდი პროგრესი შეინიშნება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს.
ჟურნალისტის კითხვაზე სამშვიდობო შეთანხმების კონკრეტული დეტალების შესახებ, განსაკუთრებით ბუფერული ზონის შექმნასა და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.
„ეს ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ეს იმუშავებს და ბევრ ადამიანს სურს, რომ ამან იმუშაოს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე მხოლოდ ის მინდა, რომ თვეში 25 000 ადამიანის სიკვდილი შევაჩერო“, – განაცხადა ტრამპმა.











