რუსეთში, პენზის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაცვლილი ნახეს

ციხე

რუსეთის ქალაქ პენზის ციხეში ქართველი პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ის 79 წლის ბორის აპაკიაა, რომელსაც გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის საფუძველზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გარდაცვალების მიზეზად ხანდაზმული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, რომელიც სამარტოო საკანში განსაკუთრებით გაუარესდა.

ბორის აპაკიას კრიმინალურ წრეებში “აპაკელას“ სახელით იცნობდნენ. 60 წლის განმავლობაში ის ე.წ. “კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობდა.