1753214676
რუსეთში, 16 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი სასტუმროს ნომერში გაგუდა - მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

რუსეთში, ქალაქ ომსკში, 16 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი სასტუმროს ნომერში გაგუდა. ახალშობილის ცხედარი სასტუმროს დამლაგებელმა ნაგვის ურნაში იპოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, თუმცა, მისი აღზრდა არ სურდა, მოკლა და აბაზანაში, ნაგვის ურნაში, პარკში დამალა.
გოგონამ სრულად აღიარა დანაშაული. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.