რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასირებული იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ზაპოროჟიეს ოლქი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასირებული იერიში მიიტანა. შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 80 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სხვადასხვა შენობა. დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა ხანძარი. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.