1755595347
რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა - დაშავდნენ ბავშვები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქში მდებარე ქალაქი ახტირკა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
ახტირკაზე შეტევისას რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. პოლიციის ინფორმაციით, დაიბომბა კერძო სექტორი. დაბომბვის შემდეგ ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანებულია ერთი მრავალსართულიანი კორპუსი, რამდენიმე კერძო სახლი და შენობა-ნაგებობა.