„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რომის პაპმა ჰიროშიმას დაბომბვის 80 წლისთავზე ბირთვული შეკავების სისტემა გააკრიტიკა.
ლეო მე-XIV-მ, აშშ-ში დაბადებულმა პირველმა პაპმა განაცხადა, რომ ჰიროშიმაში მომხდარი ნგრევა, რომელმაც მყისიერად დაახლოებით 78 000 ადამიანი იმსხვერპლა, საყოველთაო გაფრთხილებას უნდა წარმოადგენდეს ბირთვული იარაღით გამოწვეული ნგრევის შესახებ.
„ვიმედოვნებ, თანამედროვე სამყაროში, რომელიც ძლიერი დაძაბულობითა და სისხლიანი კონფლიქტებით ხასიათდება, ურთიერთგანადგურების საფრთხეზე დაფუძნებული ილუზორული უსაფრთხოება ადგილს დაუთმობს სამართლიანობის ინსტრუმენტებს, დიალოგის პრაქტიკას და ძმობისადმი ნდობას“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, იაპონიაში ჩუმი ლოცვა აღევლინა, რომელიც აშშ-ის მიერ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 80 წლისთავს მიეძღვნა.