ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც, წლის ბოლომდე, ნამდვილი სასწაული მოხდება
1765741456
უკრაინამ უარი თქვა ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ამბიციაზე დასავლური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რაც რუსეთთან ომის დასრულების მიზნით კომპრომისს წარმოადგენს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წინ.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გარდატეხაა უკრაინისთვის, რომელიც იბრძოდა ნატოში გაწევრიანებისთვის, რომელსაც რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის საშუალებად განიხილავდა. ალიანსში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმა, ასევე შეესაბამება რუსეთის ერთ-ერთ საომარ მიზანს, თუმცა, კიევი ჯერჯერობით მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრობის ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა