Reuters: ნიკოლა სარკოზის ციხეში პოლიციის ოფიცრები დაიცავენ

ნიკოლა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიეს განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ციხეში, სადაც ის ხუთწლიან სასჯელს იხდის, დამატებით პოლიციის ორი ოფიცერი დაიცავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციის ოფიცრები მის საკანთან იმორიგევებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ სარკოზის არავინ ავნებს. ნუნიესის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტების უსაფრთხოების სამსახურის ორი ოფიცერი სარკოზის მეზობელ საკნებში განთავსდება.

„ყოფილი პრეზიდენტი მისი სტატუსიდან გამომდინარე დაცვას საჭიროებს. ნათელია, რომ მას საფრთხე ემუქრება. ეს დაცვა მას სასჯელის განმავლობაში ეყოლება“, - თქვა ნუნიესმა.

ცნობისთვის, სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა. გუშინ ის ციხეში შეასახლეს.