„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
მექსიკაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 66 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 100 ათასი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 75 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სტიქია ნამდვილ გამოწვევად იქცა მექსიკის ახალი პრეზიდენტისთვის კლაუდია შეინბაუმისთვის. როგორც Reuters-ი წერს, ქვეყნის მეთაური სტიქიით დაზარალებული რეგიონების მონახულების დროს ადგილობრივების აგრესიას აწყდებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში წამოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა. გადაუღებელი წვიმების გამო მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარეები ადიდდა, ხიდები ჩაინგრა. ქუჩები წყლით დაიფარა.