„მკვლელი“ შხამი კიბოს წინააღმდეგ — მეცნიერების ახალი აღმოჩენა
1755712978
უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამშაბათს აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრა და აფეთქდა, სავარაუდოდ, ბელარუსიდან იყო გაშვებული. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიდი ალბათობით, ობიექტი, სავარაუდოდ, ბელარუსიდან შემოფრინდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუბლინის ოლქის პროკურორმა გჟეგოჟ ტრუსევიჩმა.
როგორც სააგენტო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, წინასწარმა გამოძიებამ და ექსპერტების მიერ შედგენილმა დასკვნებმა აჩვენეს, რომ ეს იყო „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ირანის მიერ არის შემუშავებული.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარჩინ ბოსაცკიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს რუსეთს პროტესტის ნოტას გადასცემს.