წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
აშშ-ს სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედროების გაგზავნა სურს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამერიკელი სამხედროები დამასკოს საჰაერო ბაზაზე განთავსდებიან. სამხედროების გაგზავნის მთავარ მიზეზად სირიისა და ისრაელის შერიგების დღის წესრიგი სახელდება.
როგორც სააგენტოს წყაროებმა განუცხადეს, გეგმის თანახმად ამერიკელები ავიაბაზას ლოგისტიკის, დაკვირვების და ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელების მიზნით გამოიყენებენ. ამასთან ერთად, სირია სრულად შეინარჩუნებს სუვერენიტეტს ავიაბაზაზე.