„საცოლე ელოდებოდა, ორ თვეში უნდა ჩამოსულიყო...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1763584063
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა.
ზელენსკის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად განიხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
„ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა – ერთობლივი წარმოების პროექტები და კოორდინაცია მოსახლეობის უფრო ეფექტიანი დაცვის მიზნით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ლიდერებმა ასევე იმსჯელეს დიპლომატიურ სფეროში არსებული ვითარებაზეც.
„ჩვენც და თურქეთიც ერთნაირად ვუყურებთ ამ საკითხს: მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. ვინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას და ძალისხმევას ყველა პარტნიორთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც.
„ყველამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ასეთი უსაფრთხოება მხოლოდ თურქეთთან ერთად შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი. მადლიერი ვარ თურქეთის და პირადად პრეზიდენტ ერდოღანის ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის ნდობას. თურქული დიპლომატიის სიძლიერის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.