რძლით უკმაყოფილო დედამთილმა დაქირავებულ ხალხს ქორწილში პატარძლის კაბა სისხლისფრად შეაღებინა, შვილს კი ნარკოტიკების გამო პოლიცია გამოუძახა

ქორწილი

დედამთილს სძულს მომავალი რძალი და ამიტომ გეგმავს მასზე თავდასხმას და სროლას ქორწილის დღეს. წყვილის ქორწილი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც პატარძალს საქმროს დედის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს წითელი საღებავი გადაასხეს.

პატარძალი დაქორწინებას აპირებდა ზღაპრულ საქორწილო ცერემონიაზე, მექსიკაში. ამის შესახებ ნათქვამია Reddit-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ალექსანდრას საქმრო ძალიან მდიდარი ოჯახიდანაა და დედამისი ყოველთვის ელოდა, რომ ის დაქორწინებულიყო ასევე მდიდარ გოგოზე.

თუმცა, როდესაც მას შეუყვარდა ალექსანდრა, რომელიც არ არის ისეთივე პრივილეგირებული წარმომავლობის, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას მხოლოდ ფულისთვის სურდა ქორწინება და გადაწყვიტა, საქმე საკუთარ ხელში აეღო, წყვილის განსაკუთრებული დღის საბოტაჟით. პოსტში, სახელწოდებით „დედამთილი ქირაობს ადამიანებს, რათა პატარძლის კაბაზე წითელი საღებავი გადაესხათ“, ეწერა, რომ ალექსანდრა ლამაზი იყო, მაგრამ უფულობის გამო, საყვარელი მამაკაცის ოჯახმა, კერძოდ, დედამთილმა, გადაწყვიტა ქორწილის ჩაშლა.
Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, სანამ წყვილის ქორწილის დღე დადგებოდა, ბიჭის ოჯახი ცდილობდა ალექსანდრას მოსყიდვას, რათა საქმრო მიეტოვებინა და კარტბლანშიც კი შესთავაზა, რომ არ დაქორწინებულიყო.

პოსტში ნათქვამია: „ეს საწყალი გოგონა სძულდა დედამთილს. ის არაერთხელ დაემუქრა მას, შექმნა რამდენიმე ექაუნთი სოციალურ მედიაში მისი შევიწროების მიზნით და შვილთან კი ყველაფერს უარყოფდა“.

Twitter-ის პოსტის მიხედვით, საქმროს ოჯახმა მესიჯიც კი გაუგზავნა ალექსანდრას, რათა შეეჩერებინათ მისი ქორწინება და უთხრეს, რომ მისი ცხოვრებას გაუსაძლისს გახდიდნენ, თუ ის ურთიერთობას გააგრძელებდა. თუმცა, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ალექსანდრას გადაწყვეტილი აქვს დაამტკიცოს, რომ ის არ არის "ოქროს მაძიებელი" და დარჩა პარტნიორთან. მაგრამ როდესაც შეყვარებულებმა ნიშნობა გამოაცხადეს, მომავალი ქმრის ოჯახი აღშფოთდა.
სიუჟეტი სხვა ველურ სცენარს მიჰყვება, - დედამთილმა ისიც კი მოიტყუა, რომ გულის შეტევა ჰქონდა, ქორწილის გაუქმების მცდელობაში.

გარდა ამისა, Reddit-ის პოსტში ნათქვამია, რომ დედამთილი წყვილს თავის ავადმყოფობაში ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ „დაეფარათ მისი სამედიცინო ხარჯები“.

ოჯახური ჩხუბი ამით არ დასრულებულა. გავრცელებული ინფორმაციით, დედამთილმა არა მხოლოდ უარი განაცხადა ქორწილში დასწრებაზე, არამედ დაიქირავა რამდენიმე ადამიანი, ქორწილის საბოტაჟისთვის.

„სამმა მამაკაცმა, სპრეის საღებავებით მიირბინა მასთან და კაბა წითლად შეუღება. სტუმრებს თავიდან ეგონათ, რომ წითელი საღებავი სისხლი იყო. ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა უნდა ყოფილიყო. პატარძალი ამბობდა, რომ თავიდან წყალი ეგონა, მერე კი ყველას შოკირებული სახეები დაინახა. მეგობრები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ის მაინც ლამაზად გამოიყურებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ პატარძალი წითელი საღებავით იყო დაფარული, ცდილობდა კარგი განწყობილება შეენარჩუნებინა. შემდეგ სახლში წავიდა და კაბა გამოიცვალა. ქაოსი ამით არ დასრულებულა. საქმროს ოჯახმა  პოლიციაც კი გამოიძახა და თქვა, რომ შესაძლოა, ქორწილში ნარკოტიკიც ეპოვათ. 
მოხსენებაში ნათქვამია: „საქმროს ოჯახმა ასევე აღმოაჩინა, თუ სად შეიძლება ყოფილიყო ფოტოები გადაღებული და ანონიმური ინფორმაცია გაუგზავნა პოლიციას, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლოა იქ ნარკოტიკები იპოვეს და საქმროს შეიძლება ჰქონდეს ისინი“. „პოლიცია მოვიდა და ყველა დამსწრე სტუმარი გაჩხრიკა. ხელბორკილებით აპირებდნენ საქმროს წაყვანას. არსებობს ეჭვი, რომ სიძემ პოლიციას ქრთამი მისცა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს საბოლოოდ არ მომხდარა. მოგვიანებით ქორწილმა უპრობლემოდ ჩაიარა.

მამამ ვაჟი საოჯახო ბიზნესიდან გაათავისუფლა, მაგრამ ის დაასაქმეს ბიძებმა, რომლებიც მას მხარს უჭერენ. - წერს იტალიური მედია

ასევე ნახეთ:

Exclusive: „უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ თაობებმა - მამებმა შვილებთან, პაპებმა შვილიშვილებთან...“- ტარიელ ხარხელაურის გენიალური პოეზიის და ბეჟან წინწილაშვილის მუსიკის ერთობით შექმნილი სინთეზი

„თუ ამბობთ, რომ მარიამი ლამაზია, იმიტომ რომ ბებოს ჰგავს“ – რას წერს ნინი შერმადინი