პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს - რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ
1752686189
ბანგლადეშში ქალმა თავისი დაქორწინებული ვაჟის საყვარელთან ერთად დაგეგმილი გაქცევა თვითმფრინავში ბომბის შესახებ ზარით ჩაშალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი სახელად იმონი, 11 ივლისს დაკადან კატმანდუში თავის საყვარელთან ერთად აპირებდა გაფრენას. იმონის გეგმის შესახებ მისმა ცოლმა და დედამ შეიტყვეს. ქალებმა კაცის შეჩერება სცადეს, თუმცა იმონმა მათ არ მოუსმინა და სახლიდან წავიდა.
მოგვიანებით ნაცნობმა ქალებს სადისპეტჩერო სამსახურში დაერეკათ და ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ურჩია, რადგან თვლიდა, რომ ასე ფრენა გადაიდებოდა. იმონის დედამ ამ რჩევით ისარგებლა.
ავიაკომპანია Biman Bangladesh Airlines-ის რეისი შეჩერდა, 142 მგზავრი ხომალდიდან გადმოიყვანეს, ხოლო სპეცსამსახურებმა ბომბის ძებნა დაიწყეს, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს. მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მათი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა.
იმონის, მისი დედის, ცოლისა და საყვარლის შემდგომი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.