მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ორმოცდაათი წლის სამხრეთ კორეელი ქალი ფიქრობდა, რომ ის რომანტიკულ ურთიერთობაში იყო Squid Game-ის ვარსკვლავ ლი ჯუნგ-ჯესთან და თაღლითს 350,000 აშშ დოლარი თანხა გაუგზავნა.
50 წლის ქალმა მამაკაცი სოციალურ მედიაში გაიცნო. კაცი ამტკიცებდა, რომ იგი ცნობილი სერიალის, Squid Game-ის გმირი, ლი ჯუნგ-ჯესი იყო.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათების გამოყენებით, თაღლითმა ქალთან დაახლოება მოახერხა.
„მითხრა, რომ კორეაში დაბრუნებისთანავე გადამიხდიდა თანხას. მე მჯეროდა მისი", - განუცხადა პოლიციას ქალმა.
მამაკაცმა ქალს ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ფოტოები და დაზღვევაც აჩვენა. მამაკაცი ქალს ატყუებდა, რომ იგი აეროპორტში ჩარჩა და სახლში ვერ ბრუნდებოდა.
პოლიციამ ჯერ ვერ დაადგინა, ვინ იმალებოდა თაღლითის უკან. ამასთან, სერიალის მსახიობებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ თანხა არავის არ გადაურიცხონ.