ქალმა 3 წლის განმავლობაში სამაშველო სამსახური 2000-ჯერ გამოიძახა

911

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა სამ წელიწადში 2000-ზე მეტჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიცია იტყობინება.

56 წლის სონია ნიქსონმა 911-ზე  2021 წლიდან 2023 წლამდე, 2000-ზე მეტი ზარი განახორციელა. ამისთვის მან გამოიყენა 17 ტელეფონის ნომერი. ქალი სამაშველოს ოპერატორს უცნაურ და ზოგჯერ აგრესიულ კითხვებსაც უსვამდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი მორიგი ზარის დროს ქალმა ოპერატორს ჰკითხა სად იყო მისი საჭმელი, ის ასევე ითხოვდა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელთა ტელეფონის ნომრებს.