ქალიშვილმა საქორწინო ცერემონია, მომაკვდავი მამის თხოვნით, კლინიკის რეანიმაციაში გამართა

ქორწილი საავადმყოფოში

წყვილი, პატარძლის მომაკვდავი მამის თხოვნით, საავადმყოფოში დაქორწინდა. 

მიშელ ავილამ და ანტონიო მორენომ დაქორწინება დააჩქარეს, რადგან პატარძლის მამამ აღიარა, რომ ქალიშვილის გათხოვება მისი უკანასკნელი ოცნება იყო. ის თებერვლიდან კლინიკაში იწვა საშიში გართულებებით და მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდებოდა.

საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, წყვილმა ლამაზად გააფორმა ოთახი, სადაც მამა იწვა და მოკრძალებული საქორწინო ცერემონია გამართა. 

"ის ბედნიერი იყო, ამას მისი თვალები ამბობდნენ. ყველას მადლობა გადაუხადა იმ ლამაწი წუთების ჩუქებისთვის. მეორე დილითაც კი ექიმებს და ექთნებს ისევ მადლობას უხდიდა და იმეორებდა, როგორი მადლიერი იყო, რომ ის მომენტი ოჯახთან ერთად გაატარა" - ამბობს პატარძალი.

ამ ლამაზი ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ 65 წლის ხოსე ანტონიო ავილა გარდაიცვალა.