პუტინმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საპასუხო ზომებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის რეპარაციული სესხის დასაფინანსებლად გამოიყენოს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საპასუხო ზომებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის რეპარაციული სესხის დასაფინანსებლად გამოიყენოს.

„ჩემი დავალებით, რუსეთის მთავრობა ავითარებს საპასუხო ზომების პაკეტს იმ შემთხვევისთვის, თუ ეს მოხდება“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების სესხის დასაფინანსებლად გამოყენება „სხვისი ქონების მოპარვის“ ტოლფასია. მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს ევროპის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ნათელია, რომ ამას უარყოფითი გავლენა ექნება საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე. ევროზონისადმი ნდობა შემცირდება, მკვეთრად დაეცემა“, - დასძინა მან.