1760793040
პორტუგალიაში გენდერული ან რელიგიური ნიშნით სახის დაფარვა აკრძალეს

პორტუგალიაში გენდერული ან რელიგიური ნიშნით სახის დაფარვა აკრძალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. ახალი რეგულაციით ქვეყნის ტერიტორიაზე მუსლიმური ქალის სამოსის, კერძოდ ბურქებისა და ნიქაბების ტარება აიკრძალება.
კანონის დარღვევა 200-დან 4 ათას ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს. კანონი აგრეთვე კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი ტანსაცმლის ტარებას, რამაც, შესაძლოა, ადამიანის სახის ამოცნობა გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს.