„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“ - ტრამპი
1757537945
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკს ესაუბრა.ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტუსკის გარდა, ზელენსკი ტელეფონით ასევე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ საუბრის თემა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ რუსულ დრონს აქამდეც დაურღვევია ნატო-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე, თუმცა ამჯერად დრონების რაოდენობა გაცილებით დიდი იყო.
„დრონები არა მხოლოდ უკრაინული ტერიტორიიდან შევიდნენ, არამედ ბელარუსიდანაც. და ჩვენ, ყველას გვესმის, რომ ეს არის სავსებით განსხვავებული დონის ესკალაცია რუსეთის მხრიდან. შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეთ მათ“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტუსკმა საუბრისას მას შეატყობინა დრონებისაღმოჩენილი ნაწილების შესახებ, რომლებიც ირანული და რუსული წარმოების იყო.
„რუსეთის ამ თავხედურ საქციელს რამდენიმე მიზეზი აქვს და ისინი ყველასთვის აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და შევქმნათ ეფექტური საჰაერო ფარი ევროპის თავზე. უკრაინა, დიდი ხანია, ამას სთავაზობს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები. შევთავაზე პოლონურ მხარეს ჩვენი დახმარება რუსული დრონების, კერძოდ, „შაჰედების“ განადგურების სწავლებასა და პერსონალის მომზადებაში. შევთანხმდით დონალდთან შესაბამის თანამშრომლობაზე სამხედროების დონეზე. ასევე, კოორდინაციაში ვიქნებით ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანასთან“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.