„დედისერთა იყო...“ - უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია
1755716181
პოლონეთი არ გააგზავნის თავის ჯარისკაცებს უკრაინაში. ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„ჩვენ არ გავგზავნით პოლონელ ჯარისკაცებს უკრაინაში. ეს არის მთავრობის პოზიცია“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ამ პოზიციას იზიარებს არა მხოლოდ სამთავრობო კოალიცია, არამედ პოლონელი ხალხიც.
მან დასძინა, რომ ის ფაქტი, რომ პოლონეთი არ აგზავნის თავის ჯარებს უკრაინაში, არ ნიშნავს, რომ ის არ მონაწილეობს „მსურველთა კოალიციაში“.
„ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს და ახლა საუბარია ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობაზე, რომლებსაც სრულად ესმით პოლონეთის პოზიცია“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პოლონეთის ამოცანებს შორისაა ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის და პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დაცვა, სადაც, მისი თქმით, „მუდმივად 5-6 ათასი ჯარისკაცია ჩართული დაცვაში“, ასევე ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფა „შესაძლო სამშვიდობო მისიისთვის“.