გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ესაუბრა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს და ის შეშფოთებულია საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. მე ეს საქართველოშიც საჯაროდ ვთქვი. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს ფიშერი.
Good talk with 🇩🇪 Minister of State for Europe, Gunther Krichbaum. Big concern about direction of 🇬🇪. Full support of 🇩🇪 government for me as ambassador. Of course 🇩🇪 rejects political violence. I have said so publicly in 🇬🇪 . To claim otherwise is untrue, NOT TRUE. pic.twitter.com/XARV0VCMIq
— Peter Fischer (@Diplo_Peter) September 10, 2025